ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. დეკემბრის შემდეგ ის უკვე მეოთხედ ამოიფრქვა. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა.
ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანი მდებარეობს.