logo
ENG



Reuters: პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა

19 მარ 202414:26
3 წუთის საკითხავი
clock 248
2024/03/19/lnah4aqe9qskzqw.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

პუტინის პრეზიდენტად კიდევ 6 წლით არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი იქნება.

გამოცემა წერს, რომ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია კრემლს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ამასთან, Reuters იუწყება, რომ პუტინი ჩინეთში მაისის ბოლოს ჩავა, რადგან რუსეთში პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.


close დახურვა