logo
ENG



სალივანი: რუსეთის "არჩევნებში" არაფერი იყო სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული

19 მარ 202418:34
3 წუთის საკითხავი
clock 287
2024/03/19/11m8hvrp6lvut5p.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, რუსეთის არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

სალივანის თქმით, რუსეთში ჩატარებული "არჩევნები" თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.

"არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგან პუტინმა დახურა პოლიტიკური სივრცე, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები. მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ტრაგიკულად დაიღუპა. ამრიგად, ამ არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული", - აღნიშნა მან.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს.


close დახურვა