logo
ENG



Silknet-დან მონაცემებმა გაჟონა - საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე

19 მარ 202422:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/j6w5c82ngzu5ai1.jpg

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-დან დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა. კერძოდ, მათი ცნობით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც ინტერნეტში არალეგალური გზით გავრცელდა.

ფორმულა დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

რადიო თავისუფლება წერს, რომ Silknet-დან გაჟონილი მონაცემები პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა, უკვე წაშლილია, თუმცა უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები.  

ფორმულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა დაიწყეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ საკითხს ორი მიმართულებით სწავლობენ: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

ფორმულა დეტალების გარკვევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს, თუმცა უწყებაში არ გვპასუხობენ.

მონაცემთა გაჟონვა არის შემთხვევა, როცა კომპანიის შიგნით დაცული ინფორმაცია მესამე პირს კომპანიის გვერდის ავლით, ავტორიზაციის გარეშე გააქვს. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ, საკრედიტო-საფინანსო ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.


close დახურვა