logo
ENG



ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

22 მარ 202422:25
3 წუთის საკითხავი
clock 1751
2024/03/22/kkrw63jjhq2laor.jpg

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მისი თქმით, ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. არსებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონმა ქიმიორთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო, მანამდე კი მას მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია ჩაურტარდა. 

5 თებერვალს, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა.

მონარქს პროსტატაზე მკურნალობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ სიმსივნე პროსტატას არ უკავშირდება.


close დახურვა