logo
ENG



სად გაითიშება დენი 25 მარტს

25 მარ 202400:53
3 წუთის საკითხავი
clock 706
2024/03/25/cmiqeyrj09y14yy.jpeg

კომპანია თელასის ცნობით, 25 მარტს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იოსებ ალავერდელის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთობის დასახლების, სამგორის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, იუმაშევის, გიორგი ჩიკვაიძის, იოსებ ალავერდელის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ქიაჩელის, ჯუღელის, ნიკო ნიკოლაძის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.  


close დახურვა