logo
ENG



სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს

25 მარ 202417:25
3 წუთის საკითხავი
clock 271
2024/03/25/3hlmzjwh2czqv5j.jpg

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტი რუსეთიდან პირველ საცდელ რეისი მიმდინარე წელს მიიღებს.

უწყების ცნობით, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მილიარდ რუბლს შეადგენს.

"ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. დღესდღეობით რუსულმა და აფხაზურმა მხარემ შექმნეს ყველა საჭირო პირობა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, რათა საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცე გაძლიერდეს", - თქვა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არ ფუნქციონირებს.


close დახურვა