logo
ENG



ღამის საათებში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

27 მარ 202422:14
3 წუთის საკითხავი
clock 261
2024/03/27/8x0vad8l1pcv9vo.jpeg

თბილისის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ტრანსპორტი 00:00-დან 07:00 საათამდე ვერ იმოძრავებს.

"ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

close დახურვა