logo
ENG



ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნა

28 მარ 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/28/3tgkqtcj1df65z0.jpg

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.

ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან", - აცხადებენ გაერთიანებაში.


close დახურვა