logo
ENG



საქსტატის მონაცემებით, ქორწინების, შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებლები შემცირდა

28 მარ 202413:20
3 წუთის საკითხავი
clock 263
2024/03/28/jkpu0gngpeoenki.jpg

საქართველოში ქორწინების, შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებლები შემცირებულია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, მათ შორის, 21 010 ბიჭი და 19 204 გოგო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლები მაჩვენებელია. 2023-ში ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (13 697), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (226) დაიბადა. 

ამასთან, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, პირველი შვილების წილი 39,9%-დან 37,7%-მდე შემცირდა, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი - 33,6% დარჩა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 26,6%-დან 27,5%-მდე გაიზარდა. დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26,7%-ით განისაზღვრა. 

რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხოვნობას, ამ მაჩვენებელმა 2023-ში 2022 წელთან შედარებით 13%-ით იკლო და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229), ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში (580) დაფიქსირდა. 

ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1000 დაბადებულზე) 8,2 პრომილე შეადგინა. 2023 წელს 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1000 ცოცხალ დაბადებულზე) - 9,5 პრომილე. 

სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვოვნობას შორის) დაფიქსირდა და - 2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლისა. 

რაც შეეხება ქორწინებას, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14,5%-ით ნალებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29,7 წელია, ხოლო კაცებისთვის - 32,1. 

გარდა ამისა, 2023 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

 

 


close დახურვა