logo
ENG



ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ

29 მარ 202417:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/h8efke05qgbaz20.jpg

ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს", სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის", სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს"და სსიპ "საქართველოს ნოტარიუსთა პალატისსერვისების გაცემა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, იუსტიციის სახლი სამუშაო დროს 23:00 საათამდე გაზრდის.

"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ", - წერია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა