logo
ENG



სახდეპი რუსულ კანონზე: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

05 აპრ 202416:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/vt7q6wyuatrf0tr.jpg

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის შემობრუნების გამო, რომელიც ეფუძნება გასული წლის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა სამუშაოები სარგებლის მომტანია ქართველების ყოველდღიური ცხოვრებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.

კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას. ჩვენი შეშფოთება მკაფიოდ გავაცანით საქართველოს მთავრობას", - ნათქვამია განცხადებაში.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა