ეკვადორის ხელისუფლებამ მექსიკის საელჩოში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავა. ამის გამო მექსიკამ ეკვადორთან
დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
კორუფციისთვის ორჯერ გასამართლებული გლასი მექსიკის საელჩოს თავს აფარებდა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პოლიტიკური თავშესაფრით მიმართა, რომელიც მექსიკამ პარასკევს დააკმაყოფილა.
მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, პოლიცია კიტოში მდებარე საელჩოში ძალის გამოყენებით შევიდა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავებამდე მექსიკასა და ეკვადორს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო. ეკვადორმა კიტოში მექსიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ამის მოტივად პრეზიდენტ ობრადორის "სამწუხარო" კომენტარები დაასახელა.
ეკვადორი ამტკიცებს, რომ მექსიკის მიერ თავშესაფრის უზრუნველყოფა უკანონო იყო. თავის განცხადებაში ეკვადორმა მექსიკა დიპლომატიური მისიის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ პრეზიდენტმა ობრადორმა ეკვადორის ქმედებას "ავტორიტარული" აქტი და საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა.