logo
ENG



გრიგორიადისის ადვოკატი: არც ერთი ახალი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია

08 აპრ 202417:22
3 წუთის საკითხავი
clock 300
2024/04/08/l25i91odypmmebz.jpg

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს არც ერთი ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

"აბსოლუტურად არც ერთი ახალი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს დღეს არც წარმოუდგენია, არც გაუჟღერებია. ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ აღწერა ბრალდების ფორმულირება, რაც თავდაპირველად სახეზე გვქონდა და მხოლოდ და მხოლოდ ამაზე გააკეთა აპელირება.

ერთი პოლიციელი ამბობს, რომ კი, დავინახე, რომ დაიწვა პოლიციელი, მაგრამ არ დამინახავს, კონკრეტულად ვინ ისროლა. მეორე ამბობს, რომ დაინახა - ესეც არის უკვე აცდენა", - ამბობს ბითაძე.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა დღეს იმართება. გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა