logo
ENG



საფრანგეთი ოცნებას მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის რეფორმებს ახსენებს

09 აპრ 202414:27
3 წუთის საკითხავი
clock 341
2024/04/09/mgb9uv55q0ao9ge.jpeg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რეფორმების გატარების დათქმით მიიღო. ფორმულასთან გაკეთებულ კომენტარში, სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების მიღებისკენ მოუწოდებს.

"საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი რეფორმები განხორციელდება, კერძოდ, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, ამასთან ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან უკეთ ბრძოლის მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს და სრულად განახორციელოს ეს რეფორმები, ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვიდან გადახვევის გარეშე, ქართველი ხალხის სურვილის შესაბამისად", - აღნიშნულია კომენტარში.


close დახურვა