logo
ENG



EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

19 სექ 202613:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/19/6jok8chbji58gw0.png

Украинская правда-ს კორესპონდენტი, ევროკავშირის მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს და მიმდინარე განხილვებისას აღნიშნული საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.

წყაროს თქმით, ვროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

"მოკლე პასუხი ასეთია: ეს მრავალი განხილვის საგანი არ ყოფილა - და ეს დადებითი ნიშანია.

მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირების გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში უკრაინისთვის გათვალისწინებული იქნება მნიშვნელოვანი, და ძალიან მნიშვნელოვანი, ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

ევროკავშირის ლიდერების 15–16 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე დისკუსიების დიდი ნაწილი ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტს დაეთმობა. ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე ცდილობენ.


close დახურვა