logo
ENG



კრამონი: [რუსული] კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს

11 აპრ 202421:52
3 წუთის საკითხავი
clock 360
2024/04/11/thxz4l3f8o9n0bd.jpg

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რუსული კანონი რუსულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს გაწევრიანებისთვის დადებითი შეფასების მიცემა შეუძლებელი იქნება.

"უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს. სრული გაჩერება", - წერს კრამონი.


close დახურვა