logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - საპროტეტსო აქცია ქუთაისში

12 აპრ 202414:04
3 წუთის საკითხავი
 

"არა რუსულ კანონს" – ამ სლოგანით ქუთაისში სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ერთადერთი ვისაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი მოსწონს რუსეთი და ქართული ოცნებაა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კანონი არა გამჭვირვალობისთვის, არამედ კრიტიკული აზრის გაქრობისთვის იქმნება.

"ქუთაისელებს არ გვიჭირს იმის გაანალიზება, რომ წინააღმდეგობაა საჭირო იმიტომ, რომ, რომ შევხედოთ, ყველაფერი რასაც ამ ქალაქში ხედავთ ევროკავშირის დაფინანსებულია", - განაცხადა ფორმულასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"მე სოხუმიდან ვარ. წამართვა სახლი, კარი, დედა, მამა, სიძე, ოჯახის წევრები. წამართვა ჩემი უფლებები. ახლა ბავშვების მომავალშიც ერევიან. არ მინდა, ჩემს ქვეყანას ისეთი ქვეყანა ერჩოდეს, როგორიც რუსეთია. არ მინდა ვიყო ჩინეთი, არ მინდა ვიყო რუსეთი. მინდა, ვიყო ევროპა", - ამბობს მერი ლობჟანიძე, პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყაროს" წარმომადგენელი.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა 15 აპრილს დაიწყება. 


close დახურვა