logo
ENG



"ნაცური გადაწყვეტილებაა" - მდინარაძე ლაზარეს შეწყალებაზე

13 აპრ 202414:33
3 წუთის საკითხავი
clock 277
2024/04/13/cxe195ndldwiujq.jpg

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება "ნაცური" გადაწყვეტილებაა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე]. პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება", - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამბროლაურში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა

12 აპრილს გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, შეწყალების გადაწყვეტილება მან დილით 10 საათზე მიიღო და ახლა მხოლოდ პროცედურული ნაწილია წინ. 

ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა