logo
ENG



ზურაბიშვილი: რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერების შექმნის მცდელობაა

17 აპრ 202415:59
3 წუთის საკითხავი
clock 520
2024/04/17/2olla06q7cta199.png

საქართველოსვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში რუსულ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, მედიასაშუალებების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული და მისი შემოღება ქართული საზოგადოების მიმართ პირდაპირი პროვოკაციაა.

ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული კანონით ზოგიერთი ძალა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამასთანავე დიდი შემაფერხებელი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.

"ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც როგორც მიმართულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ისევე ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. სწორედ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებასა და ეკონომიკის განვითარებას ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს ძალიან შემაშფოთებელი საკითხია. სწორედ ეს კანონი უარყო საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლებით და ახლა, მისი ხელახლა შემოღება პირდაპირი პროვოკაციაა საზოგადოების მიმართ.

ეს კანონი ნათლად ასახავს ზოგიერთი ძალის მცდელობას შეუქმნას ქვეყანას ბარიერები ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ქუჩაში განვითარებული მოვლენები ნათლად ასახავს, რომ ხალხს სწორედ ამ გზით სურს წასვლა. დიდი გამოცდა გველოდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სახით. ეს კანონიც ცალსახად ხელს შეუშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. თუმცა ნაკლებად ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაუშვას ეს.

რაც შეეხება ჩემს ვეტოს, აშკარაა, რომ მას დაძლევენ, რადგან პარლამენტში უმრავლესობას ამის შესაძლებლობა გააჩნია. მაგრამ ჩემი ვეტო არის ქართველო ხმა, რომელიც ყველამ მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა გაიგოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში. 


close დახურვა