logo
ENG



წილოსანი კვოტებზე: შეიძლება პრეზიდენტის ერთადერთი შინაარსიანი ვეტო იყოს

18 აპრ 202417:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/q2z5rqxwa8vpusi.jpg

გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო, შეიძლება ყველაზე შინაარსიანი იყოს.

"ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი შინაარსიანი ვეტო, რომელიც მას თავისი საქმიანობის განმავლობაში დაუდია. რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები იმ მოტივაციას, რომ ეს არაევროპული ნაბიჯია, რადგან ბევრ ევროპულ ქვეყანაში კვოტა არაა. ჩემი ძირითადი მოსაზრებაც არის, რომ ქალების პოლიტიკაში გაძლიერება მნიშვნელოვანი და კონსტიტუციაში გაწერილი მიზანია. სამწუხაროდ, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებითაც", - აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან.

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.


close დახურვა