10 დღე შოვის ტრაგედიიდან- რაჭა და სრულიად საქართველო სტიქიის დროს დაღუპულებს გლოვობს. სამოქალაქო პანაშვიდების შემდეგ გუტაშვილების ოჯახის ორი წევრი დღეს დაკრძალეს, მეგი და გიგი გუტაშვილები, იმ 9 ადამიანს შორის იყვნენ რომლებიც ერთი ოჯახიდან სტიქიის ზონაში მოყვნენ, სამი მათგანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილი სადაც ერთ დროს კურორტის ულამაზესი ხედები იყო ახლა მაშველებით, პოლიციელებითა და ჯარისკაცებით არის სავსე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. თუმცა ღამით ძებნის პროცესი შოვის ტერიტორიაზე ქვის ცვენამ შეაჩერა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამტკიცებენ რომ საქმე ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს რომელიც მსგავსი მასშტაბური სტიქიის დროს თავს იჩენს
10 დღე შოვის ტრაგედიიდან
12 აგვ 202319:57
3 წუთის საკითხავი