logo
ENG



დღეს, 17:00 საათზე, ვაკის პარკში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

29 აპრ 202408:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/u30gyyti317edld.jpg

დღეს, 17:00 საათზე, ვაკის პარკში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, ფემინა, ჯიუტი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის და კარი.

"ორშაბათს, 29 აპრილს, რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება. პარალელურად, ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას. ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.

თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს. შემოგვიერთდით. ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს. გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამასთან, დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. 


close დახურვა