პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში თბილისში 29-30 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
იგი წერს, რომ 29 აპრილს ოლიგარქმა " პირადად, ღია ტექსტით ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს", ხოლო უკვე მომდევნო დღეს იგი თავის მიერვე წამოწყებული "ცხელი ომის პირველ ბრძოლაში" დამარცხდა.
"ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატურობა იმაშიც ჩანს, რომ საკუთარ ხალხს არ იცნობს - რაც ბუნებრივია კოშკში ჩაკეტილი ადამიანისთვის. მას ავტობუსებით ჩამოყვანილი დაბნეული ადამიანების ჯგრო ქართველი ხალხი ეგონა (ეტყობა, მართლა ეგონა). 29 აპრილს მან პირადად, ღია ტექსტით ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს. 30 აპრილს საღამოს, მან თავის პოლიციას უბრძანა, ომი ცხელ ფაზაში გადაეყვანათ.
ამაღამ მან თავისივე გამოცხადებული და დაწყებული ცხელი ომის პირველი ბრძოლა წააგო.
ახლა ის შეშინებული და ძალიან სახიფათოა.
არა რუსულ მთავრობას!", - წერს ნოდია სოციალურ ქსელში.