logo
ENG



მარნეულში გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ

09 მაი 202417:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/j247o7deqtnleq6.jpg

მარნეულში გიორგი მუმლაძეს ოთხი ადამიანი თავს დაესხა. 

უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 

მოგვიანებით გიორგი მუმლაძემ მომხდარის დეტალები გაიხსენა: 

"ჩემს ბაღში მივდიოდი, როდესაც დავინახე რომ ქუჩის კუთხეში იდგა ჩაბურული, შავი "ქამრი". მივხვდი, რომ მე მითვალთვალებდნენ. როგორც კი მარცხენა მხარეს წავედი, ჩემს მხარეს დაიძრა. ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. როგორც კი გადაღება დავიწყე, მანქანამ უკან დაიხია და გადმოხტა 4 ნიღბიანი, ჩემზე ბევრად ახოვანი და დამიწყო ცემა პირდაპირ ამას დაემატა, რომ წაიღეს ჩემი ტელეფონი". 

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან.

აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია. 


close დახურვა