logo
ENG



ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

14 მაი 202409:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/hm5wb9v2186js7l.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, 14 მაისს კიევში ჩავიდა

ეს უკრაინაში ბლინკენის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყნისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა. 

ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, სადაც, როგორც CNN წერს, ქვეყნის მიმართ აშშ-ის მუდმივ ეკონომიკურ, სამხედრო და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. 

გარდა ამისა, ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ბლინკენი ისაუბრებს წარმატებაზე, რომელსაც უკრაინამ რუსეთის შემოჭრის ფონზე მიაღწია. 

"ბლინკენი აპირებს გაუგზავნოს ძლიერი დამამშვიდებელი სიგნალი უკრაინელებს", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

 

close დახურვა