logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ რუსული კანონი საჭირო არ არის

14 მაი 202418:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/7822hmtr97odcuj.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "გამჭვირვალობის კანონი?" - 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

18-24 წლის მოსახლეობა - 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო

24-34 - 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო

35-44 - 71%-სთვის არ არის საჭირო

45-54 - 66%-სთვის არ არის საჭირო

55-64 - 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო

65+ - 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.


close დახურვა