logo
ENG



საგარეოს მტკიცებით, დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის მიღება "ტექნიკური მიზეზებით" გადაიდო

17 მაი 202414:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/17/cctgawoi65995co.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ დიპლომატიური უწყებების ნაწილში 26 მაისის საზეიმო მიღება "ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ჩატარდება".

დღეს, ფორმულამ მოიპოვა ელექტრონული შეტყობინებები, სადაც საქართველოს საელჩო ესტონეთში, ბულგარეთში, ბელგიაში, ჩეხეთში და საკონსულო სან-ფრანცისკოში სტუმრებს აფრთხილებს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები აღარ გაიმართება.

უწყების მტკიცებით, "დამკვიდრებული პრაქტიკაა", რომ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება, საელჩოს სახელით გამართულ მიღებაში კი "მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი".

"ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს.

წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი.

ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა