logo
ENG



თსუ-ში კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს აგრესიული პირები დაუპირისპირდნენ

18 მაი 202412:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/18/ka9ca17blgtxfu2.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

სტუდენტები თსუ-ის მეორე კორპუსთან მისულები იყვნენ, რათა მშვიდობიანი პროტესტი გამოეხატათ და სირცხვილის კორიდორი გაეკეთებინათ. თუმცა მათ პროსახელისუფლებო აგრესიული ჯგუფი დაუპირისპირდა, იყო ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა და მუქარა.

უნივერსიტეტის დატოვების დროს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვებს არ უპასუხა და არც თავდასხმა დაგმო.

"მოსულიც არ იყო ირაკლი კობახიძე, დაგვიწყეს პროვოკაციული შეძახილები, კითხვები, რომ სტუდენტები არ ვიყავით. არადა თვითონ არ არიან სტუდენტები. ამის შემდეგ დაიწყეს გინება, ვცდილობდით, მაქსიმალურად მშვიდად შევხვედროდით და არ ავყოლოდით პროვოკაციას, თუმცა როცა მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა შეძახილებს და პროვოკაციულ შეკითხვებს, უკვე ხელით გამოიწივნენ. რამდენიმე ჩვენგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამაზე პასუხისმგებელია ირაკლი კობახიძე, რომელსაც ეს ხალხი არა მხოლოდ დღეს, დარწმუნებული ვართ, შემდეგ შაბათსაც, როცა ლექცია ექნება, იგივე სიტუაცია იქნება", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 


close დახურვა