განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად, 112-ის ყოფილი უფროსი, გიორგი არსოშვილი დაინიშნა.
"მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში", - წერია განათლების სამინისტროს 1-ელი ივნისის ინფორმაციაში.
112-ის ხელმძღვანელად მუშაობის გარდა, გიორგი არსოშვილი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.
გიორგი არსოშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "ბათუმელებმა" 2025 წელს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, არსოშვილი ფლობს ძვირადღირებულ სახლს თბილისში, რომელიც 771.4 კვმ-ზე განთავსებული და ასევე, სხვა უძრავ ქონებას. არსოშვილი ბიზნესსაც ფლობს, კონკრეტულად "ამერიკულ საბავშვო ბაღს", რომელიც 2016 წელს დააფუძნა.
