TV პირველის ცნობით, ხალხის ძალის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, ნოდარ მელაძის შაბათის კიდევ ერთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს აკრედიტაცია შეუჩერდა.
დოკუმენტი 21 მაისით თარიღდება და მას ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე აწერს.
ჩიხლაძეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ერთი თვით შეეზღუდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ხალხის ძალის დეპუტატის, სოზარ სუბარის მოთხოვნით, პარლამენტში შესვლა აეკრძალა TV პირველის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას.
გარდა ამისა, აკრედიტაცია შეუჩერეს ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს, ასევე, გაუუქმეს მთავარი არხის ჟურნალისტსაც.