მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო საქართველოს პარლამენტში კრიტიკული მედიის 4 ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება.
საქმე ეხება ფორმულას, მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის საკითხს.
ტერეზა რიბეიროს თქმით, ასეთი ქმედება აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის.
****
მედიისთვის ცენზურა ნინო წილოსანმა, სოზარ სუბარმა და გურამ მაჭარაშვილმა მოითხოვეს.
კერძოდ, დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს. 5 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის მოთხოვნით, პარლამენტში შესვლა შეუზღუდეს TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას. ამავე დღეს, ხალხის ძალის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, აკრედიტაცია ნოდარ მელაძის შაბათის კიდევ ერთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს შეუჩერდა.