"დავხვდეთ კობახიძეს" - 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია 09:00 საათზე არის დაანონსებული. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს აქცია არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა მოქალაქის ეხება.
"შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი. "ლექტორი", რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და "კაცი", რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. "პრემიერი", რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების. მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი.
ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს. გელოდებით ყველას შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით. წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას! ამიტომ გელოდებით ყველას!", - წერია ღონისძიების ანონსში.