logo
ENG



როსტოვში პატიმრები, რომლებმაც მძევლად ბადრაგები აიყვანეს, მოკლეს

16 ივნ 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/o28sssvouza971u.jpg

რუსეთის ქალაქ როსტოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პატიმარებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, რის შემდეგაც ისინი სპეცრაზმელებმა მოკლეს.

მედიის ცნობით, მოკლულია, სულ მცირე, 6 პატიმარი, რომლებმაც მძევლად 2 ბადრაგი ჰყავდათ აყვანილი. 

რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ მოკლული პატიმრები ტერორისტულ დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულები და ბრალი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ედებოდათ. 

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მძევლების გასათავისუფლებლად "სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს" და "კრიმინალები ლიკვიდირებულები არიან"

 

 


close დახურვა