logo
ENG



ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ 8 წლის ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

20 ივნ 202400:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/20/9g5ushgm4m438g5.jpg

ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან მაშველები და მყვინთავები, ასევე იყენებენ სპეცტექნიკას. 

რადიო თავისუფლება წერს, რომ 8 წლის ბავშვი დინებამ დღეს, შუადღისას გაიტაცა. გამოცემის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

 


close დახურვა