logo
ENG



საგამოძიებო: იმერეთში პირი ფეხსაცმელს საამქროში ამზადებდა და Adidas-ის ნიშნით ყიდდა

25 ივნ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/8u3a8jjbmlr7t91.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე ერთი ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. 

უწყების ცნობით, ბრალდებული იმერეთის საამქროში ფეხსაცმელებს ამზადებდა და Adidas-ის სასაქონლო ნიშნით ყიდდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის  სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა Adidas-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი", - წერს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა