logo
ENG



ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა – დაინიშნა მეორე ტური

30 ივნ 202412:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/30/mwummbb3gsvubzq.jpg

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა, რადგან მონაწილე ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების 50% ვერ მოიპოვა.

არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმის მფლობელი რეფორმისტი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი, მასუდ პეზეშკიანი გახდა. მან ხმების 42,5% მიიღო. მეორე ადგილოსანმა კანდიდატმა, საიდ ჯალილმა კი ხმების 38,6% მოიპოვა. მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან.

გუშინდელ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ცნობილია, 60 მილიონი უფლებამოსილი ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 24 მილიონმა მისცა.

არჩევნების მეორე ტური მომავალ კვირას, 5 ივლისს გაიმართება.

ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დაინიშნა.

 


close დახურვა