logo
ENG



Reuters: NATO-ში უკრაინისთვის მომდევნო წელს €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ

03 ივლ 202417:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/buq81145o0089tl.jpeg

Reuters-ის ცნობით, NATO-ში უკრაინისთვის მომდევნო წელს €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას გამოცემა დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს თხოვნით მიმართა, შეინარჩუნონ კიევისთვის სტაბილური სამხედრო დახმარების მრავალწლიანი ვალდებულება, როგორც ამას ომის დაწყების შემდეგ აკეთებდნენ. ეს დახმარება წელიწადში 40 მილიარდი ევროა. 

გამოცემა მიუთითებს, რომ მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, მოკავშირეებს შორის კონსენსუსი შედგა. 

ფინანსური დაპირება უკრაინისთვის განკუთვნილი იმ უფრო ფართო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ალიანსის ლიდერები 9-11 ივლისს ვაშინგტონის სამიტზე განიხილავენ.

 


close დახურვა