logo
ENG



დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს

14 ივლ 202409:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/6vvna4j1coknh5l.jpeg

პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ - მას ცევხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მედიასში გავრცელებულ ვიდეოში რამდენიმე გასროლის ხმა ისმის - ამ დროს დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდიოდა. ერთ-ერთი გასროლის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჭრილობა ყურის არეში მიიღო. მას უსაფრთხოების სამსახური ჯერ გადაეფარა, მალევე კი ადგილიდან გაიყვანა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გვერდით მდებარე შენობის სახურავზე კაცი დაინახეს. 

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

 


close დახურვა