logo
ENG



ბაიდენი ტრამპზე: მოხარული ვარ, რომ კარგადაა - აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის

14 ივლ 202410:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/figbutd6ucpow00.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება. ბაიდენი მოხარულია, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის.

"ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც ამ შეხვედრაზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს", – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე, თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მათი საუბრის შინაარსი უცნობია.

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია. 


close დახურვა