logo
ENG



სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს

17 ივლ 202419:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/js7b2y6eqpnkog3.jpg

სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს. მათივე ცნობით, ავიაკომპანიასთან კონსულტაციები "აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს".

"საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში ჩინეთიდან 48 304 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022-თან შედარებით 554.5%-იანი მატებაა.

"2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - წერს ავიაციის სააგენტო.

 

close დახურვა