logo
ENG



ენტონი ბლინკენი: ბაიდენმა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა

22 ივლ 202410:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/6f3jrq5s4k9zzz1.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაიდენმა შეერთებული შტატების ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა.

"ყოველთვის იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში ვმუშაობ. მან აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში აღადგინა და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში", – წერს ბლინკენი.

21 ივლისს ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის. მოგვიანებით მან დაწერა, რომ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს

 


close დახურვა