logo
ENG



სვანეთში 2 ახალგაზრდას ეძებენ

25 ივლ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ვერ ხერხდება დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ვერტმფრენების ჩართვა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი კაცი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, საფეხმავლო მარშრუტზე დაიკარგა. მოქალაქე ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი 5 დღის დაკარგულები არიან, სამაშველო ვერტმფრენი კი ოპერაციაში საბუთებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული მიზეზებით ვერ ჩაერთო. მოქალაქის მტკიცებით, სამაშველო სამსახურს, დაკარგულების მოსაძებნად არც დრონები გამოუყენებია. განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა. 112-ში ამბობენ, რომ შეტყობინება დაკარგულებზე გუშინ შევიდა. უწყების ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობენ სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები; ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. 


close დახურვა