logo
ENG



ივანიშვილი - "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი?

25 ივლ 202420:14
3 წუთის საკითხავი
 

გადაწყვეტს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას. ოლიგარქის კანდიდატურა პრეზიდენტად მოსწონთ მმართველ პარტიაში, თუმცა ამ ვერსიას საბოლოოდ ჯერ არ ადასტურებენ. ყველასთვის მაინც ცხადია, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ ივანიშვილი მიიღებს. ამის საპირისპიროდ, ჩნდება კიდევ ერთი ვერსია, - ოპოზიციის მხარეს. გააქტიურდა ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატობაზეც. ამის შესახებ კონსულტაციებს არც ოპოზიცია ადასტურებს, თუმა მათი ნაწილის მხარდაჭერა ზურაბიშვილს აქვს. მათი არგუმენტი მოქმედი პრეზიდენტის მიერ ევროინტეგრაციის ხელშეწყობაა. რაც შეეხება ივანიშვილს, - მისი გაპრეზიდენტების ერთადერთ მოტივად ოპოზიცია მოსალოდნელი საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას ხედავს.

 


close დახურვა