logo
ENG



ჩელიაბინსკის ოლქში წყალმა წყალსაცავის კაშხალი გაარღვია - დატბორილია სოფლები

26 ივლ 202423:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/27/s79akvgnu5k0jpb.jpg

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში წყალმა კიალიმსკოეს წყალსაცავის კაშხალი გაარღვია. როგორც რუსული მედია წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერი წვიმების გამო წყალსაცავში წყლის დონემ მკვეთრად აიწია. თვითმხილველების თქმით, ახლომდებარე სოფლები დატბორილია, ხალხი კი გადასარჩენად სახლების სახურავებზე ადის.

კარაბაშის საქალაქო ოლქის ინფორმაციით, დატბორილია სულ მცირე ხუთი სოფელი. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ. გარდა ამისა, ოლქის მოსახლეობას მოუწოდებენ, მოიმარაგონ სასმელი წყალი, მზად იყვნენ ელექტროენერგიის გათიშვისთვის და შესაძლო ევაკუაციის შემთხვევაში საბუთები და ნივთები მოაგროვონ.

ტელეგრამ არხებში მოსახლეობის მიერ გადაღებული ვიდეოები ვრცელდება. ვიდეოებში ჩანს, რომ სახლები დატბორილია და თავის გადასარჩენად სახურავებზე ადიან.

 


close დახურვა