logo
ENG



რუსეთში აფეთქების შედეგად კორპუსის 2 სადარბაზო ჩამოინგრა - დაიღუპა 10 ადამიანი

03 აგვ 202401:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/f4jsc7i4mtv4f12.jpg

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილში ბინაში გაზის აფეთქების შედეგად 2 სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 15 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებმა ადგილიდან 1 000 ტონა სამშენებლო ნაგავი უკვე გაიტანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა