logo
ENG



ანალენა ბერბოკი: გერმანიას რუსეთთან დაკავშირებით საიმედო შეკავების პოლიტიკა სჭირდება

04 აგვ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/04/nqkmviuuetysorr.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია. ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.

"იმედის პრინციპი პუტინის რუსეთისგან არ დაგვიცავს", - განაცხადა ბერბოკმა.

მისივე თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში ახორციელებს.

მინისტრის განმარტებით, გერმანიას რუსეთთან დაკავშირებით საიმედო შეკავების პოლიტიკა სჭირდება. ბაერბოკის თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს.


close დახურვა