logo
ENG



ისრაელის საგარეო მინისტრი: ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს

05 აგვ 202423:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/6whltjcafz0y5rv.jpg

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანმა აცნობა, რომ "ისრაელზე თავდასხმას აპირებს".

The Jerusalem post-ის ცნობით, ირანის მესიჯი ისრაელს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გადასცა.

სიიარტოს კი ეს ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ბაგერიმ აცნობა.

"ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს. მსოფლიომ უნდა აზღვევინოს საფასური ირანს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს"- ამბობს კაცი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და ჰამასი ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და ჰეზბოლასთან ერთად შურისძიების პირობას დებენ.


close დახურვა