logo
ENG



ივანიშვილის "პადაჩა" პუტინს - ქართული ოცნების არგუმენტები რუსეთისთვის

15 აგვ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის პოლიტიკური მაზოხიზმი სულ უფრო საგანგაშო ფორმებს იძენს. რას ნიშნავს, როცა გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ქართული ოცნების განცხადებას ციტირებს და ამით აგვისტოს ომზე კრემლის პოზიციის გამყარებას ცდილობს? ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ოლიგარქის გუნდი მოსკოვში დაწერილი ტექსტებით ლაპარაკობს. პოლიტიკოსების თქმით, კრემლიდან იდენტური მითითებები ეგზავნებათ, როგორც ქართულ ოცნებას თბილისში, ისე გაეროში რუსეთის წარმომადგენელსაც. კრემლის დაკვეთაა - საქართველოს სახელმწიფოსთვის პირდაპირი ზიანის მიყენება. თუმცა, ამ მცდელობას ვერ ექნება ვერავითარი სამართლებრივი ძალა, რადგან სტრასბურგისა და ჰააგის დასაბუთებული გადაწყვეტილებების თანახმად, სწორედ რუსეთი სცნეს აგრესორად და გაცემულია კონკრეტული ორდერებიც იმ ჩინოსნების დასაკავებლად, ვინც 2008 წელს, ომის სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს.


close დახურვა