logo
ENG



"ჩვენ ქუჩებს არ დავტოვებთ" - ვენესუელაში საპროტესტო აქციები გრძელდება

18 აგვ 202413:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/d5tsg32o64f1hag.jpg

BBC-ის ცნობით, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები გრძელდება - ოპოზიციის მხარდამჭერები ქვეყნის ქუჩებში შეიკრიბნენ, რათა ნიკოლას მადუროს სადავო გამარჯვება გაეპროტესტებინათ.

პროტესტს დედაქალაქ კარაკასში ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადოც შეუერთდა, რომელმაც დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ არ შეშინდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ქუჩებში პოლიცია და არმია იყო განლაგებული, რადგან  დემონსტრაცია პარალელურად მადუროს მხარდამჭერებმაც გამართეს.

"ჩვენ არ დავტოვებთ ქუჩებს. ეს კრიმინალური მთავრობაა, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს", - განაცხადა მაჩადომ.

***

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.

არჩევნების შედეგებს ვენესუელაში პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. 

 

 


close დახურვა